სამეგრელოს გუბერნატორი “აჭარა ტექსტილის” დამფუძნებელს შეხვდა

0

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად შპს “აჭარა ტექსტილის” დამფუძნებელს ჯემალ ბილგინ გულლუოღლუ და კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა რამდენიმე საინვესტიციო წინადადაება განიხილეს.

„აჭარა ტექსტილი“ ფოთსა და აჭარაში ტანსაცმლის საწარმოებს ფლობს. კომპანიამ სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“  მხარდაჭერით, ფოთში ახალი საწარმო 22 თებერვალს გახსნა, სადაც 1000-მდე ადგილობრივია დასაქმებული, საბოლოო ჯამში კი 3000 ადამიანი დასაქმდება.

“აჭარა ტექსტილი“ თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო კომპანიებთან, როგორიცაა: Nike, Adidas, Puma, Lotto, Erima და საქართველოში შეკერილი პროდუქციის რეალიზაციას საერთაშორისო ბაზარზე ახერხებს. კომპანია წლიურად 10 000 000 ერთეულ პროდუქტს აწარმოებს.