სამეგრელოს გუბერნატორი ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის დირექტორს შეხვდა

0

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის, აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს ნათია ღვინაშვილს და ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

ნათია ღვინაშვილმა გუბერნატორს ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ ის პროექტები, რომლებსაც „ათეა“ მომავალში განახორციელებს, უფრო მიზნობრივი და მაქსიმალურად მორგებული იქნება იმ საჭიროებებზე, რომლებიც მუნიციპალიტეტებში არსებობს.

შეხვედრაზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა დეცენტრალიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ამ მხრივ ასოციაციის როლზე გაამახვილა ყურადღება.