სამეგრელოს გუბერნატორი მწუხარებას გამოთქვამს ზუგდიდის გამგებლის მოადგილის გარდაცვალების გამო

0

სამეგრელო-ზემო სვანეთშის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი, ლევან შონია და რწმუნებულის ადმინისტრაცია მწუხარებას გამოთქვამს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის თამაზ ჟორჟოლიანის ტრაგიკული გარდაცვალების გამო.

“თამაზ ჟორჟოლიანი, დიდი დანაკლისია ზუგდიდისა და ჩვენი რეგიონისთვის. ის ახალი იდეებით და გეგმებით მოდიოდა ზუგდიდის საკრებულოში. თამაზ ჟორჟოლიანი მისი განვლილი გზით ნამდვილად მისაბაძი ადამიანია ჩვენი მომავალი თაობებისთვის.

მისი წვლილი ძალიან დიდია ეროვნული მოძრაობის დროს, ის იყო უზენაესი საბჭოს წევრი და ზუგდიდის პირველი პრეფექტი. ის იყო ადამიანი, რომლის უშიშარ გამოსვლებს და მიმართვებსაც დღემდე იხსენებენ.

ამ ტრაგედიას გულითადად ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ახლობლებს, თანამებრძოლებს, ზუგდიდელებს”-ნათქვამია სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორის, ლევან შონიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სხვა ახალი ამბები: