სამეგრელოს გუბერნატორი საჩინოელებს გზის მშენებლობის საკითხზე შეხვდა

0

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ლევან შონია, მოადგილესთან და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ერთად საჩინოს მცხოვრებლებს შეხვდა და მათ სოფელში გზის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

გუბერნატორის განცხადებით, საჩინო-ჩქვალერი-ჯვარზენის 7,4 კილომეტრიანი საავტომობილო გზის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყება და 2018 წელს სრულად დასრულდება.

,,აქციის დღეს, არ ვიყავი რეგიონში, თუმცა ის ინფორმაცია რაც ამ გზას ეხებოდა ჩემმა მოადგილემ გაგაცნოთ. როგორც კი ჩამოვედი შეგხვდით, ამ გზის პროექტირება დასრულებულია და სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყება. გზის მშენებლობა არ ხდება აქციის გამო, ამ გზის მშენებლობა დაგეგმილი გრაფიკით მიმდინარეობს, რასაც ისიც მოწმობს, რომ პროექტირება გაკეთებულია. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რომ ყველა ობიექტის მშენებლობის დროს ადგილობრივები დასაქმდნენ და ამ გზის მშენებლობაზეც სწორედ ადგილობრივები დასაქმდებით” – განაცხადა გუბერნატორმა.

შეხვედრაზე საჩინოელებმა გუბერნატორს, მათი პრობლემით დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადეს.

ლევან შონიამ, წალენჯიხის გამგებელთან ერთად საჩინოს მცხოვრებლებს მუნიციპალიტეტში დაგეგმილი სხვა მნიშვნელოვანი პროექტებიც გააცნო.

სხვა ახალი ამბები: