სამეგრელოს გუბერნატორის ადმინისტრაციამ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის ჯილდო მიიღო

0

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციას 2016 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის ინფორმაციის თავისუფალების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ჯილდო გადაეცა.

ინსტიტუტის მიერ განხორციელებულმა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგმა აჩვენა, რომ 2016 წელს საჯარო ინფორმაცია სრულყოფილი სახით და კანონმდებლობით გათვალისწინებული 10 დღიანი ვადის დაცვით გასცა 55-მა საჯაროდაწესებულებამ. მათ შორის საჯარო ინფორმაციის გაცემის 100%-იანი მაჩვენებელი აქვს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციას.

IDFI-იმ გუბერნატორის ადმინისტრაციას 2016 წელს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვით 19 ჯერ მიმართა და ყველა შემთხევაში სრულყოფილი პასუხი კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადით მიიღო.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) 2010 წლიდან ახორციელებს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგს საქართველოში.

სხვა ახალი ამბები: