სამეგრელოს გუბერნატორთან საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

0

აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის, ქალაქ ზუგდიდისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულთან – გუბერნატორთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს 2015-2017 წლების სამოქმედო გეგმის სამუშაო ჯგუფის რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომას გუბერნატორი ლევან შონია უძღვებოდა, შეხვედრას რეგიონის გამგებლები, საკრებულოს თავმჯდომარეები, მათი მოადგილეები, სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურების უფროსები და თანამშრომლები ესწრებოდნენ.

საბჭომ მხარი დაუჭირა 2015-2016-2017 წლების სამოქმედო გეგმაში შესატან ცვლილებებს. ცვლილებების განხორციელება ტენდერების შედეგად გამოთავისუფლებული ეკონომიებით გახდა შესაძლებელი.

საბჭომ მხარი დაუჭირა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში აბასთუმნის, ჭკადუაშის, კორცხელის, ზედაეწერის ადმინისტრაციულ ერთეულებში წყლამომაარგების ქსელის მოწყობას, ასევე სოფელ ყულიშკარში წყალმომარაგების მეორე ეტაპის სამუშაოების განხორციელებას და ოირემეს ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის რაებილიტაციის მეორე ეტაპის განხორციელებას.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტთან დაკავშირებით საკონსულტაციო საბჭომ მხარი დაუჭირა შემდეგ ცვლილებებს: სოფელ კირცხში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროექტი განთავსდეს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2016 წელს დასაფინანსებელი პროექტების ნუსხაში. ასევე განხორციელდეს ცვლილება და რეგიონის სამოქმედო გეგმაში არსებული განათების მოწყობის პროექტის ნაწილი დაფინანსდეს 2016 წელს, 95 000 ლარით.

აბაშის მუნიციპალიტეტთან დაკავშირებით საბჭომ მხარი დაუჭირა შემდეგ ცვლილებებს: მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის მშენებლობის პროექტი გადავიდეს, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების ნუსხაში. ღირებულება შეადგენს 461 209 ლარს. ასევე საბჭომ მხარი დაუჭირა სოფელ წყემში გზის ასფალტობეტონის საფრით მოწყობის პროექტს, შესაბამისად აუცილებელია აღნიშნილი პროექტი განთავსდეს 2016 წლის სამოქმედო გეგმაში დონრების დაფინანსების კომპონენტში.

მესტიის მუნიციპალიტეტის შემთხევაში საბჭომ მხარი დაუჭირა: მესტიის სოფლებში 10 საბავშვო ბაღის მშენებლობის პროექტი შევიდეს 2016 წელს განსახორციელებელი პროექტების ნუსხაში, კერძოს დონორების დაფინანსების კომპონენტში. ზემოაღნიშნულ პროექტებზე შედგენილია საპროექტო სახარჯთააღრიცხვო დოკუმენტაცია. პროექტის საერთო ღირებულება შეადგენს 3 270 751 ლარს.