სამეგრელოს მოსახლეობის ნაწილს 20 და 22 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

0

სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის (სამეგრელო-ზემო სვანეთი და გურიის მხარე) აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ.

20 იანვარს სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ 10:00 საათიდან 12:30 საათამდე გამოირთვება 35/10კვ ქვესადგური „ახალი სოფელი“ გეგმიური სარემონტო და დიაგნოსტიკის სამუშაოების მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ხობის მომსახურეობის ცენტრის 836 აბონენტს ( სოფლები: ახალი სოფელი, საგვიჩიო, სანადარაიო).

20 იანვარს სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ გამოირთვება 35/10კვ ქვესადგური „ახალი სოფელი“-ს 10 კვ ფიდერები: ფიდერი “ სანადარაიო“ 12:30 საათიდან 14:00 საათამდე 460 აბონენტი; ფიდერი “ ახალი სოფელი“ 14:00 საათიდან 15:30 საათამდე 213 აბონენტი; ფიდერი “ საგვიჩიო“ 15:30 საათიდან 17:00 საათამდე 163 აბონენტი გეგმიური სარემონტო და დიაგნოსტიკის სამუშაოების მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ხობის მომსახურეობის ცენტრის 836 აბონენტს ( სოფლები: ახალი სოფელი, საგვიჩიო, სანადარაიო).

22 იანვარს სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ 10:00 საათიდან 18:00 საათამდე გამოირთვება 110კვ ელექტროგადამცემი ხაზი „ჯვარი-1“-ის მეხამრიდი გვარლის N10-N18 მალში სამონტაჟო სამუშაოების გამო (ძაბვა შეუწყდება ზუგდიდის მომსახურეობის ცენტრს მთლიანად გარდა ქვესადგურებისა: ვექტორი, ზუგდიდი-2 ფიდ.N6, N8 და ზუგდიდი-3 ფიდ.N1) , რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ზუგდიდის მომსახურეობის ცენტრის 37 679 აბონენტს ( 16624 აბონენტი ქალაქი ზუგდიდი და 21055 აბონენტი სოფლები: ორული დიდი ნეძი, ერგეტა, კიროვი-2, ანაკლია, კორცხელი, ზედა ეწერი, ინგირი, ოირემე, ოდიში, რუხი, კახათი, თარგამული, კოკი ორსანტია, დასახლება, საანთიო, ურთა, ნარაზენი, ყულიშკარი, ცაიში, ჭაქვინჯი, ზედა ეწერი და მიმდებარე სოფლები).

22 იანვარს სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ 10:00 საათიდან 18:00 საათამდე 110კვ ელექტროგადამცემი ხაზი „ჯვარი-1“-ის მეხამრიდი გვარლის N10-N18 მალში სამონტაჟო სამუშაოების გამო გამოირთვება ქვესადგური „წალენჯიხა“ (გარდა ფიდ N3,N4,N5), რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ წალენჯიხის მომსახურეობის ცენტრის 1768 აბონენტს ( 379 აბონენტი ქალაქი წალენჯიხა და 1389 აბონენტი სოფლები: ეწერი, ობუჯი, ნაცატუ).

22 იანვარს სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ 10:00 საათიდან 18:00 საათამდე 110კვ ელექტროგადამცემი ხაზი „ჯვარი-1“-ის მეხამრიდი გვარლის N10-N18 მალში სამონტაჟო სამუშაოების გამო გამოირთვება ქვესადგური „ჩხორჰესი“ (გარდა ფიდ.N4, N5), ქვესადგური „ხაბუმე“ (გარდა ფიდ.N1), ქვესადგური „ლესიჭინე“ (გარდა ფიდ.N3), რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ჩხოროწყუს მომსახურეობის ცენტრის 6653 აბონენტს ( 1551 ქალაქი ჩხოროწყუ და 5102 აბონენტი სოფლები: ქვედა ჩხოროწყუ, ლესიჭინე, ხაბუმე და მიმდებარე სოფლები).

22 იანვარს სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ 10:00 საათიდან 18:00 საათამდე 110კვ ელექტროგადამცემი ხაზი „ჯვარი-1“-ის მეხამრიდი გვარლის N10-N18 მალში სამონტაჟო სამუშაოების გამო გამოირთვება ქვესადგური „ფოცხო-I-II“ და ქვესადგური „ლესიჭინე“-დან ფიდერი ზანა, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ სენაკის მომსახურეობის ცენტრის 1638 აბონენტს ( სოფლები: ზანა, ლეძაძამე, ფოცხო-კიროვი, კოლოპია, უშაფათი, ფოცხო-ცენტრი).

22 იანვარს სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ 10:00 საათიდან 18:00 საათამდე 110კვ ელექტროგადამცემი ხაზი „ჯვარი-1“-ის მეხამრიდი გვარლის N10-N18 მალში სამონტაჟო სამუშაოების გამო გამოირთვება ქვესადგური „ხიბულა“ და ქვესადგური „ხეთა-წევა“, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ხობის მომსახურეობის ცენტრის 3128 აბონენტს (სოფ. ხიბულა, ხამისკური, განთიადი).

სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახური პროფილაქტიკურ სამუშაოებს ინტენსიურად აწარმოებს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.

სხვა ახალი ამბები: