სამეგრელოს რეგიონში C ჰეპატიტით 3000-მდე პაციენტია დარეგისტრირებული

0

დღეს 28 ივლისს აღინიშნება C ჰეპატიტის საერთაშორისო დღე, რომელსაც უერთდება ზუგდიდის ინფექციური საავამყოფოც. ექიმ-ინფექციონისტის მარინა ქილორავას განცხადებით ჩვენს ქვეყანაში და რეგიონში ყველაფერი კეთდება იმისათვის , რომ მოსახლეობამ გაიუმჯობესოს დაავადების შესახებ ცოდნა და გაზარდოს ტესტირების და მკურნალობის სერვისებზე წვდომა.

“დღეისთვის ჩვენს კლინიკაში 3000-მდე პაციენტია დარეგისტრირებული. 900-მდე ბენეფიციარი გვყავს. ამჟამად მკურნალობის კურსს 430 პაციენტი გადის, ხოლო 467-მა პაციენტმა წარმატებით დაამთავრა მკურნალობის კურსი. ჰეპატიტების მსოფლიო დღის წლევანდელი სლოგანია “იცოდე ჰეპატიტის შესახებ და იმოქმედე ახლავე”. ჩვენი კოლექტივი მოუწოდებს მოსახლეობას არ გადადონ, გაიარონ ტესტირება და დროულად დაიწყონ მკურნალობა ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში, სადაც ყველაფერი მაღალ დონეზე კეთდება”-აცხადებს მარინე ქილორავა

სხვა ახალი ამბები: