სამეგრელოს სამაშველო სამსახურის უფროსმა და მოადგილემ თანამდებობები დატოვეს

0

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსმა თამაზ უბილავამ და მისმა მოადგილემ ელგუჯა აკობიამ თანამდებობები საკუტარი განცხადების საფუძველზე დატოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურში ადასტურებენ.

უწყების განცხადებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსის პოსტს ამდროისთვის გოჩა მურღულია იკავებს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მიშა ფეიქრიშვილმა განმარტა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რეორგანიზაცია გრძელდება.