სამეგრელოს საპატრულო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს

0

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის საპატრულო პოლიციის უფროსად წალკის მუნიციპალიტეტის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უკვე ყოფილი უფროსი ნიკოლოზ (კოკა) გადელია დაინიშნა. გადელიას დანიშნვის შესახებ სპეციალურ ბრძანებას შსს მინისტრმა ხელი გუშინ მოაწერა.

ცნობისათვის, ნიკოლოზ (კოკა) გადელია წარმოშობით აფხაზეთიდანაა, კონკრეტულად კი სოხუმიდან. შინაგან საქმეთა სამინისტროს წალკის სამმართველოში ის მაღალ თანამდებობას ამ დრომდე იკავებდა.

ნიკოლოზ (კოკა) გადელია მუშაობას რეგიონში დღეიდან შეუდგა.

სხვა ახალი ამბები: