სამეგრელოს საპატრულო პოლიციის უფროსმა თანამდებობა დატოვა

0

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის საპატრულო პოლიციის უფროსმა დავით მჟავიამ დაკავებული თანამდებობა დატოვა. თანამდებობის დატოივების მიზეზად საკადრო ცვლილება დასახელდა, რომლის მიხედვითაც მჟავიამ სამეგრელოდან გორში გადაინაცვლა და გორის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილის თანამდებობა შეითავსა.

ცნობისათვის, დავით მჟავიასამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის საპატრულო პოლიციის უფროსად  4 მარტს დაინიშნა. ჯერჯერობით გაურკვეველია თუ ვინ შეცვლის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში დავით მჟავიას.

სხვა ახალი ამბები: