სამეგრელოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს

0

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ზუგდიიდში ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 123 აბი და 5 ნატეხი „სუბოქსინი“, ასევე, 1 შეკვრად დაფასოებული, ჰეროინის შემცველი, კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკი ამოიღეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნტით).

სხვა ახალი ამბები: