სამეგრელოში გუბერნატორის შესაძლო შეცვლაზე ინფორმაცია არ დასტურდება

0

“სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი, ლევან შონია ადგილზეა და მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს. იგი ამჟამად ჭუბერის თემითაა დაკავებული”,-ამ განცხადებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აკეთებენ. მათივე განმარტებით, ის რომ ლევან შონიას სოზარ სუბარი ჩაანაცვლებს სიმართლეს არ შეეფერება.

ახალი პრემიერის განცხადებით,  გუბერნატორის ინსტიტუტი გაძლიერდება და გარკვეული სტრუქტურული ცვლილებებიიც იგეგმება, თუმცა მას ამ მიმართულებით საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით არ უსაუბრია. რაც შეეხება სოზარ სუბარს, მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ ის გუნდში რჩება, თუმცა უფრო კონკრეტულ დეტალებზე კომენტარი არ გაუკეთებია.