სამეგრელოში ინტენსიურად თოვს, პარალელურად კი გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

0

სამეგრელოში დილიდან გადაუღებლად თოვს, რეგიონის მასშტაბით მუნიციპალიტეტბში საგანგებო შტაბები მუშაობენ, რომლებსაც კოორდინირებას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში შექმნილი შტაბი უწევს.

გაწმენდითი სამუშაობი ამ დროისთვის მიმდინარეობს ცენტრაურ გზებზე და მაღალი ზონის სოფლებში. ამ წუთებში გზები იწმინდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტში: ინგირი-ანაკლიის, ნარაზენის, ცაიშის, კორცხელის, ტყაიას, ნაცატუს, ჩხორიას, ცაცხვის, ჭაქვინჯის მიმართულებით.

თოვლის საფარისაგან იწმინდება ზუგდიდი–ჯიხაშკარი– ჩხოროწყუ, ზუგდიდი–წალენჯიხა–ჩხოროწყუ–სენაკი, მარტვილი–ტალერი–ჩხოროწყუს მიმართულებით. გზების გაწმენდა უახლოეს საათებში დაიწყება ფახულანში.

“ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, ელექტროენერგია მოსახლეობას და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ობიექტებსუწყვეტ რეჟიმში მიეწოდება.