ხობში მოქალაქემ მართვის მოწმობის ჩამორთმევის გამო საკუთარი მანქანა დაწვა

0

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მოქალაქემ საკუთარი ავტომანქანა დაწვა. მოქალაქე ამის მიზეზად მისთვის მართვის მოწმობის ჩამორთმევას ასახელებს.

SMO NEWS-ის ინფორმაციით, მძღოლი რომელსაც მართვის მოწმობა ჩამოერთვა, იმ მომენტში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

გამოძიება საქმეზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე, ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლითაა დაწყებული, რაც თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე ითვალისწინებს.