სამეგრელოში პოლიციელებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად სისხლი გაიღეს (ვიდეო)

0

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს და დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად სისხლი ჩააბარეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციაში – „გაიღე სისხლი, აჩუქე ბავშვებს სიცოცხლე“, უკვე მეოთხე წელია მონაწილეობს. შს სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, მ.იაშვილის სახელობის კლინიკასთან არსებული „სისხლის ბანკის“ დახმარებით, ბავშვებისთვის სისხლს რეგულარულად აბარებენ. ამჯერად, სისხლი შსს-ს 160 თანამშრომელმა ჩააბარა.

აქციის მიზანია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება.

სხვა ახალი ამბები: