სამეგრელოში საკარანტინო მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები გრძელდება

0

სურსათის ეროვნული სააგენტო დასავლეთ საქართველოში მცენარეთა საკარანტინო მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს. აზიური ფაროსანას და სხვა მავნებლების საწინააღმდეგოდ ფართობების დაამუშავება 30 000 ჰექტარზეა დაგეგმილი.

ფართობების დამუშავება უკვე დაიწყო, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდნეძში, სადაც შეწამვლის პროცესს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე მამუკა წოწერია გაეცნენ.

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონებსა და აჭარაში დაახლოებით 53 ათას ჰექტარზე გაშენებული თხილის ბაღები შეიწამლა, რამაც მავნებლის პოპულაცია მნიშვნელოვნად შეამცირა.

პარალელურად მიმდინარეობს სხვა მავნებლების საწინააღმდეგო ღონისძიებები. თხილის ბაღების მიმდებარე ფართობებს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები თერმული ნისლის გამოყენებით დაამუშავებენ.

დღესვე, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე რევაზ ასათიანი და სურსათის ეროვნულილ სააგენტოს წარმომადგენლები სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს და ფერმერებს შეხვდებიან.

სხვა ახალი ამბები: