სამეგრელოში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა (ვიდეო)

0

დღეს, სახელმწიფო რწმუნებულთან – გუბერნატორთან არსებული აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის, ქალაქ ფოთისა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტთა საკონსულტაციო ორგანოს – სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.

სხდომაზე, 2017 წლის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებულ პროექტებს და მათ მიმდინარეობას გაეცნენ. სხდომაზე ასევე მოხდა, 2015 – 2017 წლების სამეგრელო-ზემო სვანეთის  რეგიონის განვითარების სტრატეგიის კორექტირებული სამოქმედო გეგმის განხილვა.

საკონსულტაციო საბჭოს სხდომას სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი ლევან შონია, მოადგილე დავით კოდუა, რეგიონის გამგებლები, მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები ესწრებოდნენ.

სამოქმედო გეგმაში შესული ცვლილებები საკონსულტაციო საბჭოს წევრებს რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა ნუგზარ გაბელიამ გააცნო.

2017 წლის სამოქმედო გეგმაში, რეგიონებში განსახორცილებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებულ პროექტებზე ცვლილებები ზუგდიდის და ხობის მუნიციპალიტეტებს შეეხო.

სხვა ახალი ამბები: