სამოქალაქო განათლების ფორუმის რეგიონალური საბჭოს თავმჯდომარედ მაგდალინა თოდუა აირჩიეს

0

28 ოქტომბერს სამეგრელო ზემო-სვნეთის რეგიონში ჩატარდა სამოქალაქო განათლების ფორუმის რეგიონალური საბჭოს კრება. სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის რეგიონული საბჭოების წევრობის კონკურსის შედეგად რეგიონში შეირჩა 5 კანდიდატი, ფორუმის წევრების მიერ მოხდა კანდიდატურების დამტკიცება, ამავდროულად მოხდა საბჭოს თავმჯდომარის არჩევა. აღნიშნული პროცესი ფორუმს აძლევს საშუალებას კიდევ უფორ წარმატებული გახდეს ორგანიზაციის საქმიანობა რეგიონის მაშტაბით.

საერთო კრების გადაწტვეტილებით დამტკიცდა რეგიონში 5 კანდიდატი მაგდალინა თოდუა, ქეთევან კიტია, ნანი ღვამბერია, ლანა ხოფერია, სოფიო კაკაჩია. ხოლო საბჭოს თავმჯდომარედ ხმათა უმრავლესობით აირჩა მაგდლინა თოდუა, მოადგილედ კი სოფიო კაკაჩია.

სხვა ახალი ამბები: