სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგების გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

0

საქართველოს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი აცხადებს კონკურსს სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგების გამოსავლენად. პედაგოგების დაჯილდოება ფორუმის წლიურ ეროვნულ კონფერენციაზე, 2017 წლის 13 მაისს მოხდება. ღონისძიება იმართება პროგრამა „მომავლის თაობის” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია PH International აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში პარტნიორი ორგანიზაციაა ასოციაცია „ათინათი“ ჯილდოს სახით გამარჯვებულ პედაგოგს ფორუმი გადასცემს მადლობის სიგელსა და ფორუმის ლოგოს გამოსახულებით სპეციალურად დამზადებულ სახელობით პრიზს წარწერით „სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგი – 2016”. 2016 წლის საუკეთესო პედაგოგები გამოვლინდებიან საქართველოს 11 რეგიონში.

გამარჯვებულებს დამოუკიდებელი ჟიური გამოავლენს. სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა პროფესიული ქსელია, ის ასევე ღიაა სამოქალაქო განათლების საკითხებით დაინტერესებული სხვა პედაგოგებისათვის და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისათვის. ფორუმის მთავარი მიზანი სამოქალაქო განათლების პედაგოგთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის ამაღლების ხელშეწყობაა დაჯილდოებისას ფასდება მხოლოდ 2016 კალენდარული წლის მანძილზე გაწეული საქმიანობა, კერძოდ:

• კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა პროფესიული განვითარების მიმართულებით გაწეული საქმიანობით;

• პედაგოგის მიერ დამხმარე სახელმძღვანელოების: „როგორ გავხდე აქტიური მოქალაქე“, „თანამშრომლობა საზოგადოებრივი სარგებლისათვის“, თანამშრომლობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მედიასთან“ და „მონაწილეობა სკოლის თვითმმართველობაში“ გამოყენება საგაკვეთილო პროცესში, სკოლაში სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით;

• მოსწავლეების მიერ სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების ხელშეწყობა (პროექტული სწავლება).

„ნებისმიერი პედაგოგისთვის აღიარება ყველაზე ძვირფასი ჯილდოა, ეს მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს მოსწავლეებისა და პედაგოგების წინაშე. სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონს ჰყავს არაერთი ღირსეული პედაგოგი და მოგიწოდებთ აქტიურობისაკენ, რათა მაქსიმალურად გამოავლინოთ თქვენი შესაძლებლობები“-აცხადებს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის საბჭოს თავმჯდომარე მაგდალინა თოდუა.

სხვა ახალი ამბები: