სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლები სენაკში იმყოფებოდნენ

0

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში, სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლები შეხვდნენ მუნიციპალიტეტის გამგებელს, გოჩა დგებუაძეს, გამგებლის მოადგილეებს, მუნიციპალიტეტის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებსა და გამგეობის სამსახურების წარმომადგენლებს.

საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლების ტრენინგის თემა იყო სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოების ფუნქციის გააქტიურება ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. აღინიშნა, რომ თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის უმნიშვნელოვანესი ბერკეტი სწორედ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოებია. გაიმართა დისკუსია მოქალაქეთა თვითმმართველობაში თანამონაწილეობის ეფექტურ მეთოდებთან დაკავშირებით.

შეხვედრის დასასრულს, მონაწილეებს დაურიგდათ სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის სერთიფიკატები.

სხვა ახალი ამბები: