სანდრა და “ნაციონალები”- მოწინააღმდეგე გუნდები და ამუშავებული “ჩაშვების” მექანიზმი ზუგდიდის შტაბში

0

წინასაარჩევნო კამპანია სამეგრელოს რეგიონში და კონკრეტულად ზუგდიდში საკმაოზე მეტადაც გაიშალა. ზუგდიდელ “ნაციონალებს” სანდრა რულოვსი ჩამოუვიდათ სათაყვანებელ კერპად, რამაც კიდევ უფრო დაყო ორ ნაწილად ოპოზიციური პარტიის ადგილობრივი ორგანიზაცია. ერთ ბანაკში კონჯარია-დამენიას გუნდია, ხოლო მეორე ბანაკში წითლიძე-ქობალიასი.

ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მეუღლესთან ზუგდიდში თავს იწონებს წითლიძე-ქობალიას გუნდი, რომელმაც საკმაოზე მეტადაც დაჩრდილა კონჯარია-დამენიას გუნდი. smo news-ის წყაროს ინფორმაციით ზუგდიდის ყოფილი გამგებელი ალექსანდრე ქობალიამაქსიმალურად ცდილობს ჩააგდოს თანაპარტიელის, ზუგდიდის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, ლევან კონჯარიას კანდიდატურა ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობაზე. როგორც ცნობილია ქობალიას და კონჯარიას რამდენიმე წელია დაძაბული ურთიერთობა აქვთ. მათი ურთიერთობა მაშინ გაფუჭდა, როცა ლევან კონჯარია როლანდ ახალაიას გუნდის წევრად მოიაზრებოდა. ახალაია კი ქობალიების ოჯახს გარკვეული კომპრომატებით აშანტაჟებდა და მათ დაჭერითაც ემუქრებოდა.

ალექსანდრე ქობალიამ წინასაარჩევნო პარტნიორად ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან” ანა წითლიძე გაიხადა. როგორც ცნობილი ხდება, წითლიძე “ნაციონალთა” შტაბში არასასურველი ფიგურაა, თუმცა ამას არც წითლიძე იმჩნევს და არც ზუგდიდის შტაბის რომელიმე წევრი, ყოველ შემთხვევაში წინასაარჩევნოდ ასე ჩანს. თავად ქობალია კი შტაბში პერსონა ნონ გრატად არის გამოცხადებული. ზუგდიდის ყოფილი გამგებელი საზოგადოებამ “ნაციონალებთან” ერთად მხოლოდ სანდრა რულოვსთან ნახა. სხვა დროს ალექსანდრე ქობალია მოქმედ “ნაციონალებთან” არავის უნახავს.

სანდრა რულოვსთან ალიანსში შესვლას და “ნდობით აღჭურვილ პირებად” აღიარებას წითლიძე-ქობალიას გუნდი მაქსიმალურად ცდილობს. მათი მიზანი დანარჩენი “ნაციონალების” ჩაშვება და “გაშავებაა”. smo news-ის წყაროს ცნობით, სანდრა რულოვსს სწორედ წითლიძე-ქობალია არწმუნებს იმაში, რომ დამენია-კონჯარია-გუნავას გუნდი მოღალატეა და მათ არჩევნები ზუგდიდში წინასწარვე აქვთ გაყიდული. როგორც ამბობენ თავად სანდრა რულოვსს ძალიან ნაკლებად სჯერა წითლიძე-ქობალიას გუნდის, განსაკუთრებით კი ქობალიასი, რომელმაც სანდრასთან კონკრეტულ საუბრებში ბევრი რამ “მიქარა”.

ქობალია-წითლიძე ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ მათმა გუნდმა წინ წაიწიოს და წინასაარჩევნოდ სანდრას და მიშას ფავორიტი გახდეს. ამასთან, ისიც ხდება ცნობილი, რომ ყოფილ პრეზიდენტს უკრაინაში წითლიძემაც ჩააკითხა და ქობალიამაც, თუმცა ამ შეხვედრებმა ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო. ალექსანდრე ქობალია “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად განხილვის თემაც კი არ ყოფილა. ანი წითლიძემაც ამ მხრივ სრული ფიასკო განიცადა. წითლიძის ოცნება, ზუგდიდის მაჟორიტარი გამხდარიყო, საპნის ბუშტივით გასკდა. “აქტიური” საკრებულოს წევრის დამსახურება პრეზიდენტყოფილის თვალში პედაგოგმა, ლელა ქებურიამ გადაჯოკრა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში უკვე ცნობილია “ნაციონალების” საბოლოო გადაწყვეტილება. სანდრა რულოვსმა დიდი ხნის ხვეწნა-მუდარის შემდეგ გადაწყვიტა გამხდარიყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი. სარწმუნო წყარომ smo news დაუდასტურა, რომ 18 აგვისტოს გვიან ღამით საკუთარი მეუღლე ესაუბრა და აღნიშნული გადაწყვეტილებაც მიაღებინა.

რაც შეეხება ქალაქ ზუგდიდს, აქ უკვე ვეღარ შეძლებს ზუგდიდის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ლევან კონჯარია გახდეს საკუთარი ქალაქის მაჟორიტარობის კანდიდატი. “ნაციონალურ მოძრაობაში” 90 პროცენტით გადაწყვეტილია, რომ ქალაქ ზუგდიდს მაჟორიტარად თბილისელი ნიკა მელია მოევლინოს. თავად ნიკა მელია ამ ფაქტს არც უარყოფს და არც ადასტურებს. ის მედიასთან საუბარში ღიად აცხადებს, რომ იქ დადგება მაჟორიტარად, სადაც პარტია მოითხოვს. მისთვის მთავარი მხოლოდ ივანიშვილის დამარცხებაა.

სხვა ახალი ამბები: