სანდრა რულოვსი 26 მაისის აქციის დარბევასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას არ პასუხობს

0

„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა 26 მაისის აქციის დარბევასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას არ უპასუხა. ჟურნალისტის კითხვას სანდრა რულოვსმა ასე პასუხი გასცა – „არ ვპასუხობ“.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ბრიფინგი გათავისუფლებული ბაღის გამგის აღდგენასთან დაკავშირებით ჰქონდა და სხვა კითხვებს პასუხს არ გასცემდა.

„დღეს პრესკონფერენცია სხვა თემაზე მაქვს“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.

სანდრა რულოვსის განცხადებით კორცხელში “ქართული ოცნების” მიერ შუალედური არჩევნების წაგების შემდეგ ერთ-ერთი ბაღის გამგე ირმა ნაჭყებია, რომელის მეუღლეც “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი იყო,  სამსახურიდან პოლიტიკური მოტივით გაათავისუფლეს.

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ირმა ნაჭყებია ზუგდიდის სასამართლომ ბაღის გამგედ ცოტა ხნის წინ აღადგინა.

სხვა ახალი ამბები: