სანდრა რულოვსი ხელახალი კენჭისყრის შედეგებს ზუგდიდში დაელოდება (ვიდეო)

0

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი “ნაციონალური მოძრაობიდან” სანდრა რულოვსი ზუგდიდის სამ საარჩევნო უბანზე ხელახალი კენჭისყრის შედეგებს ზუგდიდში დაელოდება, თუმცა მანამდე ამომრჩევლებთან შეხვედრებს ის არ აპირებს. ამის შესახებ რულოვსმა დღეს განცხადება “ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში გააკეთა.

“არ აჰყვეთ პროვოკაციებს, მშვიდად, წყნარად მიდით უბნებზე და გააკეთეთ თქვენი არჩევანი“- აცხადებს სანდრა რულოვსი.

შეგახსენებთ, რომ 22 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის განმეორებითი კენჭისყრა ზუგდიდის 3 მაჟორიტარულ უბანზე- განმუხურის 38-ე და ჯიხაშკარის 79-ე და 108-ე უბნებზე გაიმართება.

სხვა ახალი ამბები: