სანდრა რულოვსი – “მიშას ფეხის ზომა ცოტა დიდია, 47-ია და იქ ნამდვილად ვერ დავეტევი” (ვიდეო)

0

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მეუღლემ დღეს ზუგდიდში გამართულ მხარდამჭერთა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მის ქმარს ფეხის ზომა 47 აქვს და იქ ვერ დაეტევა. უცნაური ფრაზა ყოფილმა პირველმა ლედიმ მიხეილ სააკაშვილის სკაიპით ჩართვის საპასუხოდ გააკეთა.

“მიშამ თქვა, რომ სანდრა ეს მე ვარო, მაგრამ მიშას 47 აქვს ფეხის ზომა და მგონი რომ იქ ვერ დავეტევი”

სანდრა რულოვსმა იქვე დასძინა, რომ მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად ჩამოვა საქართველოში.

“ოდესიდან სოლოლაკამდე მას გვირაბიც რომ ექნეს გასათხრელი, ის აუცილებლად ჩამოვა და ჩვენ გავიმარჯვებთ”,-განაცხადა სანდრა რულოვსმა, რომელიც კენჭს ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატად იყრის “ნაციონალური მოძრაობიდან”.

სხვა ახალი ამბები: