სანდრა რულოვსი ზუგდიდში წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს

0

ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში სოფელ ჯიხაშკარის, ზედაეწერის, ინგირისა და ახალი აბასთუმნის მოსახლეობას შეხვდა. მან სოფლის მაცხოვრებლებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი და საარჩევნო პროგრამა გააცნო.

„ვესაუბრე ხალხს, ისინი ჩვენგან კონკრეტულ პროექტებს ელოდებიან, ეს იქნება პენსიების გაზრდა, სოციალური დახმარება. წამლები უნდა შევიდეს სადაზღვევო პაკეტში და ასევე, უნდა დაფასდეს ექთნისა და ექიმის პროფესია“ , – აღნიშნა სანდრა რულოვსმა.

სხვა ახალი ამბები: