სანდრა რულოვსის მიერ დაანონსებულ ხელახალ არჩევნებს ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისია არ ადასტურებს

0

“ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის მიერ გაჟღერებულ თარიღს, ზუგდიდის ორ საარჩევნო უბანზე ხელახალი არჩევნების დანიშნვის შესახებ, ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი არ ადასტურებს.

“აღნიშნულ საკითხს წყვეტს ცესკო და ამ მხრივ ჯერჯერობით არანაირი სიახლე არ გვაქვს. ჩვენ მხოლოდ განვიხილავთ ამ ეტაპზე საჩივრებს, რომელზედაც წუხელ გვიანობამდე ვმუშაობდით. ცესკოს არანაირი არჩევნები ჯერ არ დაუნიშნავს”-აცხადებს მირანდა მესხი.

შეგახსენებთ, რომ სანდრა რულოვსმა მედიასაშუალებებთან კომენტარი გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ მეორე ტურამდე ჯერ პირველი ტური უნდა დამთავრდეს, სადაც მას დიდი შანსები აქვს.

“ჯიხაშკარში იყო ძალიან დიდი გაყალბება, ამიტომ ჯერ ჩემთან პირველი ტური ისევ არ დასრულებულა. 22 ოქტომბერს ჩატარდება ორ უბანში განმეორებითი არჩევნები და დიდი იმედი მაქვს, რომ გავიმარჯვებ პირველივე ტურში. სხვაობა არის ძალიან მცირე, თუმცა მე ამ სხვაობისაც არ მჯერა”,- განაცხადა სანდრა რულოვსმა.

სხვა ახალი ამბები: