სანდრა რულოვსის მოულოდნელმა განცხადებამ ” ნაციონალები” გაურკვევლობაში ჩააგდო

0

ჯერჯერობით გაურკვეველია “ნაციონალური მოძრაობის”ზუგდიდის საარჩევნო შტაბის პოზიცია სანდრა რულოვსის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით. “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში მისულ მედიის წარმომადგენლებს ადგილზე არცერთი ლიდერი არ დახვდათ, შესაბამისად კომენტარებიც არ გაკეთებულა.

არაოფიციალურ საუბრებში “ნაციონალები” აცხადებენ, რომ სანდრა რულოვსს საკუთარი კანდიდატურა ოფიციალურად არ მოუხსნია და მეორე ტურთან დაკავშირებული საკითხიც ჯერ არ გადაწყვეტილა, თუმცა ამაზე თამამი განცხადებების გაკეთებას ერიდებიან და ტელეკამერებთან გამოჩენას სწორედ ამ მიზეზით არ ჩქარობენ.

“ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის შტაბში მედიის წარმომადგენლებს განუმარტეს, რომ ბრიფინგი თბილისის ცენტრალურ ოფისში გაიმართება, თუმცა თბილისში ბრიფინგის შესახებ არაფერი იციან.

როგორც აღმოჩნდა, სანდრა რულოვსის მოულოდნელმა განცხადებამ “ნაციონალური მოძრაობა” გაურკვევლობაში ჩააგდო.

საინტერესოა რას იტყვის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ყველა კანდიდატს ცოტა ხნის წინ მეორე ტურში ბრძოლისკენ მოუწოდა. საინტერესოა ისიც, ამჯერად დაითანხმებს თუ არა საკუთარ მეუღლეს ბრძოლის გასაგრძელებლად და მიიღებს თუ არა რულოვსი ქმრისგან ახალ გამოწვევებს.

სხვა ახალი ამბები: