სანდრა რულოვსისადმი მიძღვნილი ლექსი სოციალურ ქსელში და ავტორის მკვეთრი განცხადებები ზუგდიდში

0

პოეტი გური ოტობაია დღეს ზუგდიდში 2006 წელს დაწერილი ლექსის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებას გამოეხმაურა. როგორც თავად აღნიშნა, პოეტმა ლექსი ყოფილ პირველ ლედის, სანდრა რულოვსს მიუძღვნა, თუმცა მას მერე დიდი დრო გავიდა, ლექსი კი სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა გამოაქვეყნა. ლექსის გამოქვენყებამ სოციალურ ქსელში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

პოეტი გური ოტობაია აცხადებს, რომ ის “ქართული ოცნების” მხარდამჭერი  და ერთ-ერთი აგიტატორიც არის. გური ოტობაიას განცხადებით, პოეტის მიერ 2006 წელს დაწერილი ლექსის პოლიტიკურ ჭრილში გამოყენება ყოვლად დაუშვებელია.

“კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ მე ვარ “ქართული ოცნების” მხარდამჭერი, აგიტატორიც. იყო დრო, როდესაც მეც, როგორც ბევრი სხვა, მხარს ვუჭერდი “ნაციონალურ მოძრაობას” და ამ ლექსსაც, რომელიც სანდრა რულოვსს მივუძღვენი, თავისი ისტორია აქვს”,-აღნიშნა გური ოტობაიამ.

სხვა ახალი ამბები: