სანდრა რულოვსმა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ოსკარ სააკაშვილთან ერთად გაისეირნა (ვიდეო)

0

“ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა საკუთარ ძაღლთან, ოსკარ სააკაშვილთან ერთად ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღსა და დადიანების სასახლის ეზოში გაისეირნა. ყოფილ პირველ ლედის თან ახლდნენ “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები და წინასაარჩევნო შტაბის თანამშრომლები.

სანდრა რულოვსმა ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში სანთლები დაანთო და იქვე, ტერიტორიაზე მყოფ პოლონელ ტურისტებსაც გაესაუბრა. პოლონელ ტურისტებს თან ახლდა ამავე ქვეყნის სასულიერო პირი, რომელმაც სანდრა რულოვსი გააცნო, როგორც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მეუღლე.

“ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა ნიკოსეული სასახლეც დაათვალიერა, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც ამ დრომდე მიმდინარეობს. სანდრა რულოვსის თანმხლებ პირებს შორის დღეს პირველად გამოჩნდა ლევან კონჯარია, რომელიც “ნაციონალურმა მოძრაობამ” ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარ კანდიდატად დაასახელა.

სხვა ახალი ამბები: