საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ძლიერი თოვაა მოსალოდნელი

0

უახლოესი დღეების განმავლობაში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უმეტესად თოვლის სახით, ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ამის შესახებ SMO NEWS-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების სამმართველოში განუცხადეს.

ხვალ დასავლეთ საქართველოში ნალექია მოსალოდნელი, უმეტესად თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა ღამით -3, დღისით 0 გრადუსი იქნება.

7 დეკემბერს, მთელი ქვეყნის მასშტაბით ნალექიანი ამინდი და დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში შენარჩუნდება. დასავლეთში ღამით -3, დღისით 10 გრადუსი სითბო იქნება, აღმოსავლეთში ღამით -9, დღისით 7 გრადუსი სითბო დაფიქსირდება. მაღალ მთაში კი, ტემპერატურა -21 გრადუსამდე დაეცემა.

8 დეკემბერს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ითოვებს, მათ შორის ზოგან ძლიერად. ამასთან, გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი.