საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროცესი იწყება

0

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის ქსელი 2000-ზე მეტი დასახელების ქალაქისა და სოფლისათვის იქნება ხელმისაწვდომი. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს მთავრობა ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამას დაამტკიცებს. საქართველოს პრემიერ- მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სახელმწიფო პროგრამა კერძო სექტორის ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმა.

„სახელმწიფო პროგრამა ფაქტობრივად, კერძო სექტორთან ერთად, ისე მომზადდა, რომ განისაზღვრა სხვადასხვა დაინტერესების ზონები და არ ხდება ისე, რომ ამ პროექტმა კერძო სექტორის ინტერესები გადაკვეთოს. პირიქით, იგი ხელს უწყობს სხვადასხვა დაინტერესების ზონების მიხედვით კერძო სექტორის შესვლას საქართველოს სხვადასხვა სოფლებსა და ქალაქებში, ხოლო იქ, სადაც ნაკლებად არის დაფიქსირებული ან საერთოდ არ არსებობს დღეს ინტერესი და ეკონომიკურად აზრს მოკლებულია, რომ ინტერნეტი იქნას შეყვანილი, მთლიანად ფონდი „ქართუ“ აფინანსებს ,“- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, პროექტი ხორციელდება ფონდი „ქართუსა“ და ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ. სააგენტომ დააფუძნა სპეციალური კომპანია Open Net, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება პარტნიორობა კერძო და სახელმწიფო სექტორს შორის.

სხვა ახალი ამბები: