საქართველოს რეგიონებში “ნადირობის შესახებ” ახალ კანონპროექტს წარადგენენ

0

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით საქართველოს რეგიონებში ,,ნადირობის შესახებ“ ახალ კანონპროექტს წარადგენს. კანონპროექტი 2016 წელს სამინისტროს მიერ იქნა შემუშავებული და ითვალისწინებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების ეროვნულ დონეზე შერულებას.

კანონის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში მდგრადი ნადირობის ჩამოყალიბება და აწესრიგებს გარეულ ცხოველთა სამყაროს ობიექტების მდგრადი განვითარების პრინციპების შესაბამისად სარგებლობისა და ნადირობის მართვასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში 20-დან 24 თებერვლის ჩათვლით ,,ნადირობის შესახებ“ კანონპროექტის გარდა მუნიციპალიტეტების, მონადირეთა გაერთიანებებისა და დაინტერესებული საზოგადოებრიობის მონაწილეობით განხილულ იქნება ადამიანისა და მტაცებელი ცხოველების კონფლიქტების მოგვარების საკითხები.

გარეული ცხოველების თავდასხმის ფაქტებზე, ასევე მოსახლეობის და მუნიციპალიტეტების შესაბამისი რეაგირების თაობაზე მოეწყობა სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან სათანადო ინფორმაციის მიწოდება და დისკუსია. 22 თებერვალს, 15:00 სთ:ზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში აღნიშნული კანონპროექტის საჯარო განხილვა გაიმართება.

სხვა ახალი ამბები: