საშობაო ალილო ზუგდიდში

0

მართლმადიდებელი სამყარო დღეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტრადიციული საშობაო მსვლელობა 12 საათზე ზუგდიდში, დადიანების ეზოდან დაიწყო.  ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრიდან დაწყებული მსვლელობა ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე გაგრძელდა რომელსაც ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე სამღვდელოების წარმომადგენლებთან  და მგალობელთა გუნდთან ერთად მოუძღოდა.

ტრადიციულად ალილოზე მოგროვილი სურსათ-სანოვაგე სოციალურად დაუცველებს გადაეცემა. ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ შობის ბრწყინვალე დღესასწაული სრულიად საქართველოს მიულოცა. საშობაო მსვლელობაში აქტიურ მონაწილეობას ეკლესიის  მრევლთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

ალილო შობის დღესასწაულის ქართული ტრადიციაა. ის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა–კურთხევით უკვე წლებია გრანდიოზული მსვლელობით აღინიშნება. მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

სხვა ახალი ამბები: