სასტუმრო ”Holiday Inn”-ში გამართულ კონფერენციას სამეგრელოს დელეგაციაც ესწრება

0

,,მოქალაქეთა მონაწილეობის ინსტიტუციონალიზაცია დემოკრატიული მმართველობის მნიშვნელოვანი ინსტიტუტია’’ – ამ სახელწოდებით დღეს, თბილისში, სასტუმრო ”Holiday Inn”-ში კონფერენცია გაიმართა. ევროპის საბჭოს წარმომადგენლობითი დელეგაციის წევრებთან ერთად, ღონისძიებაში ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) პრეზიდენტი, თბილისის მერი დავით ნარმანია, ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა დგებუაძე, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ირაკლი მატკავა, ცენტრალური და რეგიონალური ხელისუფლების წარმომადგენლები, ექსპერტები და საერთაშორისო ორგანიზაციის წევრები მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე საქართველოში ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის, დეცენტრალიზაციისა და მართვის ეფექტურობის საკითხები განიხილეს და ევროპული ქვეყნების გამოცდილების გაზიარების პერსპექტივებზე იმსჯელეს. შემუშავდა რეკომენდაციები.

კონფერენცია ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესისა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ორგანიზებით გაიმართა.

სხვა ახალი ამბები: