“საზოგადოების ნდობას გისურვებთ”-ზუგდიდის მერი ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია ჟურნალისტბეს პროფესიულ დღეს ულოცავს. “ჯანსაღ კრიტიკას და ობიექტურობას ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს”- აღნიშნავს ლაშა გოგია და იქვე დასძენს:

“21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღეა. ყველა მოქმედ და მომავალ ჟურნალისტს გილოცავთ ამ დღეს! პროფესიულ წინსვლას, წარმატებებს და რაც მთავარია საზოგადოების ნდობას გისურვებთ. თქვენ, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ მაჯისცემას გრძნობთ. იყო ჟურნალისტი ნიშნავს იყო განათლებული, შრომისმოყვარე, მიუკერძოებელი, კეთილსინდისიერი და ობიექტური. ეს კი საკმაოდ შრომატევადი და საპასუხისმგებლოა. ჯანსაღ კრიტიკას და ობიექტურობას ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი პრინციპია, რომელსაც ჩვენი ქვეყნის განვითარება ეფუძნება. კიდევ ერთხელ გილოცავთ და უდიდეს პატივისცემას გიდასტურებთ”-წერს ლაშა გოგია სოციალურ ქსელში.