საზოგადოებრივი დარბაზი “აფხაზეთი” დევნილების პერმამენტულ აქციებს აანონსებს

0

ზუგდიდში საზოგადოებრივი დარბაზის “აფხაზეთი” წარმომადგენლებმა ბრიფინგი გამართეს. ისინი მთავრობისგან მოძრაობის მიერ შემუშავებული ათპუნქტიანი რეზოლუციის შესრულებას 15 ივლისამდე ითხოვენ. „აფხაზეთის“ თავმჯდომარის დემურ სოტკილავას თქმით, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში დევნილები პერმამენტულ აქციებს გამართავენ.

,,ჩვენ ვითხოვთ, რომ შესაბამისმა უწყებებმა 15 ივლისამდე მოახდინონ ეფექტური რეაგირება იმ პუნქტობრივ პრობლემებზე, რაც გაჟღერდა დევნილთა შეკრებაზე. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ არა თუ გაუქმდეს დევნილების 45 ლარიანი შემწეობა, არამედ, უნდა გაიზარდოს. ასევე დევნილებს უნდა მოუგვარდეთ ის არსებული სოციალური მდგომარეობა, რომლებიც ათეულობით წელია არსებობს, მათ შორის განსახლების პრობლემა ’’, – თქვა სოტკილავამ.

ცნობისთვის, ზუგდიდში საზოგადოებრივი დარბაზი “აფხაზეთი” 10 ივნის დაფუძნდა. შეხვედრაზე დევნილების ფულადი შემწეობის გაზრდის მოთხოვნით ხელმოწერები შეგროვდა. მათი მთავარი მოთხოვნა იძულებით გადაადგილებულ პირთათვის დახმარების თანხის გაზრდა, დევნილი სტუდენტებისთვის უნივერსიტეტებში უფასო სწავლება და მათი სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებაა.

სხვა ახალი ამბები: