საზოგადოებრივი მოძრაობა “აფხაზეთი” და “ტყის ძმების” ლიდერი პოლიტიკაში? (ვიდეო)

0

ზუგდიდში, ენგურ-ქაღალდ კომბინატის კულტურის სახლის შენობის წინ საზოგადოებრივი დარბაზის “აფხაზეთი” დაფუძნებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა, რომელსაც “ტყის ძმების” ერთ-ერთი ლიდერი, დავით შენგელიაც დაესწრო. შენგელიას განცხადებით, ის საზოგადოებრივი დარბაზის რიგითი წევრია და სხვებთან ერთად დევნილების პრობლემების გადაჭრის გზებზე მუშაობას აპირებს.

“ღმერთმა დამიფაროს პოლიტიკაში მოსვლა. მოგეხსენებათ, რომ 25 წელი გავიდა მას მერე რაც დევნილობაში ვიმყოფებით. ხალხი არის გაჭირვებულ მდგოამრეობაში, უმრავლესობას არ აქვს სახლი…

ამის გარდა, 45 ლარიანი შემწეობა გვეძელვა, როცა საარსებო წყარო არის 168 ლარი. ცოდვაა ეს ხალხი და მინდა, რომ მათ შემწეობა გაეზარდოს. მე არ ვარ ამ საზოგადოებრივი დარბაზის დამფუძნებელი, ერთ-ერთი წევრი ვიქნები “, – განაცხადა დავით შენგელიამ შეხვედრის დასასრულს.

სხვა ახალი ამბები: