“სენაკი არტ-ფესტი” დღეს საზეიმოდ გაიხსნა

0

დღეს, 15 მაისს, სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის სულხან ცინცაძის სახელობის საკონცერტო დარბაზში, ,,სენაკი არტ-ფესტი ’’ საზეიმოდ გაიხსნა.

სენაკის მუსიკალური ფესტივალი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის პატრონაჟით და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, უკვე მე-6 წელია ტარდება. იგი, საქართველოს მასშტაბით, უნიჭიერესი ნორჩი მუსიკოსების გამოვლენას და მათ პროფესიონალებად ჩამოყალიბებას ემსახურება.

ფესტივალი, მისი მხატვრული ხელმძღვანელისა და ჟიურის თავმჯდომარის, მსოფლიოში ცნობილი პიანისტის, პიანისტთა საერთაშორისო კონკურსების მრავალგზის ლაურეატის, ხელოვნების აკადემიის რექტორის ვალერიან შიუკაშვილის მიერ მუსიკალური ნაწარმოებების ვირტუოზული შესრულებით გაიხსნა. მსმენელის აღაფრთოვანება ასევე გამოიწვია ახალგაზრდა ბათუმელი მუსიკოსის საბა მიქელაძის შესრულებამ.

ფესტივალის გახსნისადმი მიძღვნილ საღამოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სენაკი არტ-ფესტი’’ 10 დღე გაგრძელდება და 25 მაისს საზეიმო კონცერტით დასრულდება.