სენაკის გამგებელი ახალგაზრდა კალათბურთელებს შეხვდა

0

სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა დგებუაძე, გამგებლის მოადგილე ნატო ფულარია და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ახალგაზრდა სენაკელ კალათბურთელებს: ოთარ ბულიავას, შოთა კუჭავასა და ალექსანდრე შარტავას შეხვდნენ. შეხვედრაზე ისაუბრეს სენაკში კალათბურთის პროფესიონალთა გუნდის შექმნის პერსპექტივებსა და რესურსებზე.

გამგებლის თქმით, მუნიციპალიტეტში სპორტის განვითარება ადგილობრივი თვითმმართელობის საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ცალკეულ სახეობებში წარმატებები მიუხედავად, აუცილებელია სპორტის გუნდურ სახეობებში თვისობრივად ახალი შედეგების მიღწევა და, განსაკუთრებით, სპორტის ამ ულამაზესი და პოპულარული სახეობის განვითარების მაქსიმალური ხელშეწყობა.

სხვა ახალი ამბები: