სენაკის გამგებელი დანიის საბჭოს სამხრეთ კავკასიის წარმომადგენელს შეხვდა

0

სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ, გამგებლის მოადგილე ნატო ფულარიასთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, საერთაშორისო ორგანიზაცია ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორი ვინსენტ დონტონტი მიიღო.

მხარეებმა თანამშრომლობის გზებსა და გეგმებზე, დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობის ინტეგრაციის უმნიშვნელოვანეს ასპექტებზე და ახლო მომავალში ორგანიზაციის მიერ მუნიციპალიტეტში განსახორციელებელ პროგრამებზე ისაუბრეს. შეხვედრის შემდეგ, მათ ადგილზე დაათვალიერეს სენაკის მე-4 საბავშვო ბაღის ტერიტორია, სადაც, პროექტის ფარგლებში, ახალი, თანამედროვე სტანდარტების საკოლამდელი აღზრდის დაწესებულება აშენდება.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტში, ლტოლვილთა დანიის საბჭოს მიერ განხორციელდა დევნილთათვის მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინების რეაბილიტაციის არაერთი პროექტი. მათ შორის: ჭყონდიდელის ქუჩაზე 35 ბინიანი, სანაიას ქუჩაზე 45 ბინიანი, რუსთაველის ქუჩაზე 6 ბინიანი, მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე და სხვა საცხობრებელი სახლების სრული რეაბილიტაცია. ამავე ორგანიზაციის პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდა ყოფილი სასტუმრო ,,ეგრისის’’ შენობა.

სხვა ახალი ამბები: