სენაკის გამგებელი ევროპის საბჭოს 32-ე პლენარულ სესიას დაესწრო

0

სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა დგებუაძე, სტრასბურგში, 28-30 მარტს გამართულ, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის 32-ე პლენარულ სესიას დაესწრო.

პლენარული სესიის მიმდინარეობისას კენჭი უყარეს სხვადასხვა რეზოლუციასა და რეკომენდაციებს. სესიაზე მიმოიხილეს ადგილობრივი დემოკრატიების მდგომარეობა ფინეთში, ესტონეთში, მალტასა და ისლანდიაში. ასევე იმსჯელეს ახალგაზრდებისთვის მმართველობის პროცესში მონაწილეობის მიღებისას ბარიერების აღმოფხვრაზე, მათი დასაქმების ხელმისაწვდომობაზე, ისაუბრებეს სამოქალაქო საზოგადოებასთან აქტიურ თანამშრომლობასა და ადგილობრივი თვითმმართველობის ახალ ფორმებზე.

სესიის ფარგლებში აგრეთვე განიხილეს ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნების მონიტორინგი.

სხვა ახალი ამბები: