სენაკის გამგებელი მუნიციპალიტეტის არჩეულ მერს გამარჯვებას ულოცავს

0

სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, გოჩა დგებუაძემ მუნიციპალიტეტის არჩეულ მერს, ლევან კუპრეიშვილს გამარჯვება მიულოცა.

“მინდა მივულოცო მუნიციპალიტეტის ახლად არჩეულ მერსა და საკრებულოს წევრებს ადგილობრივ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება.

როგორც სენაკელმა, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო სენაკელებს იმ მხარდაჭერისათვის, რომელიც არჩევნებზე ,,ქართულმა ოცნებამ’’ მიიღო 2012 წლიდან დღემდე. სწორედ თქვენი მხარდაჭერითა და ჩართულობით, გახდა შესაძლებელი მუნიციპალიტეტში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო და კულტურული პროექტის განხორციელება.

მჯერა, რომ მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს კოორდინაციით, ასევე, საზოგადოების აქტიური ჩართულობით, გაგრძელდება მიმდინარე და განხორციელდება სხვა არაერთი ახალი მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი პროექტი. ერთობის ეს პრინციპი იქნება მუნიციპალიტეტის შემდგომი განვითარების გარანტი”,-წერს სოციალურ ქსელში სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა დგებუაძე.

სხვა ახალი ამბები: