სენაკის გამგებელი თურქული კომპანიის ,,Memteks Georgia’’-ს წარმომადგენლებს შეხვდა

0

,,Memteks’’ მსოფლიოში ერთერთი წამყვანი ბრენდული სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიური მანქანა-დანადგარებით და არის ნოვატორი ტექსტილის წარმოებაში უწყვეტი ქსოვილის ტექნოლოგიის კუთხით. ინვესტორებთან შეხვედრაზე ისაუბრეს სენაკში მსგავსი საწარმოს გახსნის პერსპექტივებზე და სენაკელების დასაქმების შესაძლებლობებზე დასავლეთ საქართველოში კომპანიის მიერ უკვე დაარსებულ საწარმოებში.

გამგებლის თქმით, ინვესტიციების მოზიდვა ხელს შეუწყობს, როგორც მუნიციპალიტეტის შემდგომ განვითარებას, ასევე გაზრდის ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების შესაძლებლობებს.

სხვა ახალი ამბები: