სენაკის გამგებელმა “მარულა 2016”-ის ორგანიზატორები და მონაწილეები დააჯილდოვა

0

სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ, გამგებლის მოადგილეებთან, სამსახურებისა და განყოფილებების უფროსებთან, ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებსა და გამგეობის დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულებებისა და ცენტრების უფროსებთან შეხვედრისას, მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც წვლილი შეიტანა და მონაწილეობა მიიღო სენაკში საცხენოსნო სპორტის დღესასწაულის – ,,მარულა 2016’’-ის ორგანიზებასა და ჩატარებაში.

მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა დგებუაძე, აგრეთვე, ,,მარულა 2016’’-ის რეჟისორსა და ქორეოგრაფებს შეხვდა, რომელთა აქტიურმა შემოქმედებითმა ჩართულობამაც დაამშვენა ღონისძიება. გამგებელმა მადლობის სიგელები გადასცა მათ და აღნიშნა, რომ ერთსულოვნება საქმეში ყოველთვის საუკეთესო შედეგის და წარმატების მომტანია.

“ამ ულამაზეს დღეს, ყოველი მათგანის თანადგომის დამსახურებით, საფუძველი ჩაეყარა საშვილიშვილო საქმეს – სენაკში ცხენოსნობის ტრადიციის აღდგენას”-აღნიშნა გამგებელმა. მისივე თქმით, ეს დღესასწაული ტრადიციულ ხასიათს მიიღებს, ხოლო სენაკის იპოდრომი, რომლის რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დაიწყება, გახდება ცხენოსნობის ერთ-ერთი მძლავრი ცენტრი საქართველოში.

სხვა ახალი ამბები: