სენაკის გამგებელმა სააღდგომო საჩუქრები სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს გადასცა

0

მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ჯუმბერ ლაშქარავამ, გამგებლის მოადგილემ ნატო ფულარიამ და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს, ტკბილეულობა და სასურსათო პაკეტი გადასცეს სენაკის მზრუნველობამოკლებულთა კვების ცენტრის 145 ბენეფიციარს.

სააღდგომო მილოცვებით, ტკბილეულობა და სასურსათო პაკეტი გადაეცა საჩუქრად, აგრეთვე, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 20 სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს.

სხვა ახალი ამბები: