სენაკის გამგებელმა სტიქიის შედეგად დაზიანებული ობიექტის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

0

სენაკის მუნიციპალიტის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ, გამგებლის პირველმა მოადგილემ და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა სტიქიის შედეგად დაზიანებული ობიექტის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.

მშვიდობის ქუჩაზე, N163 სახლის მიმდებარედ ხორციელდება, 2016 წლის სექტემბერში, უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული სანიაღვრე რკინა-ბეტონის ჯებირის (სიგრძე 90 გრძ.მ, სიმაღლე 2,5გრძ.მ, სისქე 30 სმ) რეაბილიტაცია. სამუშაოებს, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება ახორციელებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს ,,მშენსერვისი-7’’.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ გაიზრდება ჩამონადენი წყლის გამტარუნარიანობა, შემცირდება ადგილობრივი მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთების დატბორვის საშიშროება.

სხვა ახალი ამბები: