სენაკის მერი ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს და სპეციალისტებს შეხვდა

0

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველ მოადგილესთან გრიგოლ ბაღათურიასთან და მერიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში შეხვდა მერის წარმომადგენლებს და სპეციალისტებს ადმინისტრაციულ ერთეულებში. იგი დაწვრილებით გაეცნო თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ მდგომარეობას, განსახორციელებელ პროექტებს, მოსახლეობის მოთხოვნებს და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან ერთად განიხილა წამოჭრილი პრობლემების გადაჭრის გზები.

ლევან კუპრეიშვილის თქმით, შესწავლისა და რეაგირების გარეშე არ დარჩება მოსახლეობის მიერ ხაზგასმული არცერთი საკითხი და სწორედ მათთან ერთად განიხილება და გადაიჭრება სოფლად და ქალაქად არსებული ყველა მნიშვნელოვანი პრობლემა.

სხვა ახალი ამბები: