სენაკის მერი CARE International in the Caucasus-ის წარმომადგენლებს შეხვდა

0

სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ ქეა საერთაშორისო კავკასიაში – CARE International in the Caucasus – ის პროექტის კოორდინატორი თეონა მაქაცარია მიიღო. შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ დაფინანსებული ,არტ სამყაროსა’’ და სოციალურ საწარმო – ,,ჩვენი სივრცის’’ დამფუძნებლები ესწრებოდნენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელმაც სენაკის მუნიციპალიტეტში ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით 5 სოციალური საწარმო დააფინანსა, აქტიურად მუშაობს შშმ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტზე – შშმ პირები აქტიურად არიან დასაქმებულნი დაფინანსებულ საწარმოებში.

შეხვედრისას ისაუბრეს სენაკში დაგეგმილ რეგიონალურ გამოფენაზე, სადაც ,,ქეა საერთაშორისო კავკასიაში’’-ს მიერ დაფინანსებული საწარმოები მიიღებენ მონაწილეობას.

მუნიციპალიტეტის მერმა მხარდაჭერისთვის მზადყოფნა გამოთქვა და სოფლის მეურნეობის ცალკეული დარგების განვითარების ხელშემწყობი პროექტების განხორციელება შესთავაზა ,,ქეა კავკასიაში’’-ს წარმომადგენელს.