სენაკის მერი – სოფლის მეურნეობის შემდგომი განვითარება ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია

0

ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის ლევან კუპრეიშვილისა და მერის პირველი მოადგილის გრიგოლ ბაღათურიას ადგილობრივ მაცხოვრებლებთან შეხვედრისას, მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი შემდეგი საკითხები გამოიკვეთა: შიდა საუბნო და ცენტრალური გზების რეაბილიტაცია, მიმდინარე გაზიფიცირების პროცესის არეალის გაფართოება, ცალკეულ უბნებში წყალმომარაგების მოწესრიგება, სპორტული მოედნის რეაბილიტაცია, გარე განათების მოწყობა და სხვა.

მუნიციპალიტეტის მერმა შეხვედრაზე ისაუბრა უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, სოფლის მეურნეობის ტრადიციული დარგების განვითარების პერსპექტივებზე.

,,სოფლის მეურნეობის შემდგომი განვითარება ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტია. ფერმერთათვის სასურველი შედეგის უზრუნველსაყოფად, სხვა სახელმწიფო პროგრამებთან ერთად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის ეფექტურად განხორციელება, რისთვისაც ყველა არსებული რესურსი იქნება მობილიზებული’’ – აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.